ჩვენ შესახებ
ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება (ინგლისურად N(N)LE Tariel Putkaradze International Society of Kartvelology) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
საზოგადოების საქმიანობის მიზნებია:
პროფერსორ ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის გამოსაცემად მომზადება და გამოქვეყნება;
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო ჟურნალის − „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები (ISSN: 1987-930X)“ − ინტერნაციონალიზაციასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება, მომდევნო ნომრების გამოსაცემად მომზადება და გამოქვეყნება;
ახალგაზრდებისა და მოზარდთა განვითარების ხელშეწყობა;
კონფერენციების (სემინარების) ხელშეწყობა;
ქართველოლოგიის დარგების აქტუალური საკითხების მხარდაჭერა;
საზოგადოების წევრთა სამეცნიერო ჟურნალებისა და ინდივიდუალური პუბლიკაციების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარება;
საჯარო ლექციების ჩატარება;
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის გაფართოება-განმტკიცება და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივი განხორციელება;
საბიბლიოთეკო კავშირების განმტკიცება;
ქართველოლოგიური კვლევების განვითარების მიზნით სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა;
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართულის, როგორც მემკვიდრეობის ენისა და ქართულის, როგორც უცხო ენის კურსების ორგანიზება;
საზოგადოება ახორციელებს ასევე კანონით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მიზნებს და დასაშვებია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით